გაუფრთხილდით ამ ხალხს და შეასრულეთ ის, რასაც დაპირდით, საპარლამენტო არჩევნების დროც მალე მოვა - თემურ ბასილია
საქართველო, თბილისი - 10:53 | 29.11.2018 ნანახია: 873
საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი და პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია „ფეისბუქში” საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება და სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ საქართველოს პირველად ისტორიაში ქალბატონის არჩევას პრეზიდენტის პოსტზე. წარმატებებს ვუსურვებ ქალბატონ სალომეს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე! -
საინტერესოა, ვნახოთ რამ განაპირობა ეს შედეგი: საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა 1,2 მილიონი ხმა მიიღო (ციფრი საბოლოო არ არის, რადგან ყველა უბანი ჯერ კიდევ არ დაუთვლიათ), რაც დაახლოებით 530 ათასით მეტია პირველ ტურში მიღებულ ხმებზე. ამ 530 ათასი ამომრჩევლიდან, დაახლოებით 170 ათასი, გახლავთ ის ხალხი, ვინც მონაწილეობდა პირველ ტურში, ოღონდ მათ არც ნაცებისთვის და არც ოცნებისთვის დაუჭერიათ მხარი (სხვათა შორის, გრიგოლ ვაშაძემაც დაახლოებით 170 ათასით მეტი ხმა მიიღო მეორე ტურში). რეალურად, დაახლოებით 355 ათასი ახალი ამომრჩეველი მივიდა მეორე ტურში, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი.
პრაქტიკულად, ამ ახლად მისულმა, 355 ათასმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა არჩევნების ბედი. ეს, ამ ხალხმა მოიგო გუშინდელი საპრეზიდენტო არჩევნები. სწორედ, ეს ხალხი - დაახლოებით 530 ათასი ამომრჩეველი (355 ათასი ახლად მისული + 170 ათასი პირველ ტურში მისული, ვინც არც ნაცებს და არც ოცნებას არ დაუჭირა მხარი) მოიგებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებსაც. ამიტომაც, გაუფრთხილდით ამ ხალხს და შეასრულეთ ის, რაც დაპირდით; ნუ „გადააგდებთ“ მათ ვინც ერთხელ უკვე „გადააგდეთ“ 2012 წლის შემდეგ. გარწმუნებთ, ეს ორი წელი უცებ გაფრინდება და საპარლამენტო არჩევნების დროც მალე მოვა; იქ არ იქნება მეორე ტური და მხოლოდ მაჟორიტარების იმედით ძნელი იქნება სასურველი შედეგის მიღება ...“, - წერს ბასილია.
თემურ ბასილიას საქართველოს ხელისუფლება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ერთ-ერთი ბანკიდან ქრთამის აღებას ედავებოდა. 2004 წელს მან საქართველოს დატოვა და შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. საქართველოს ხელისუფლებამ თემურ ბასილიაზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა. 2008 წელს საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2018 წლის 3-მაისს საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერის საქმეზე 10-წლიანი სასამართლო პროცესი დასრულდა და სააპელაციო სასამართლომ თებურ ბასილია უდანაშაულოდ გამოაცხადა. 2011 წლის 26 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თემურ ბასილიას მიანიჭა პოლიტიკური დევნილის სტატუსი.
პოლიტიკა
- გიორგი ბახუაშვილის სუს-ში გადაყვანა მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს - გიორგი სიორიძე
- სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათზე აყოლილები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის - შალვა პაპუაშვილი
- ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















