საპოლიციო ძალები დღის განმავლობაში საჭიროების მიხედვით გადაადგილდებიან და გააგრძელებენ საღამოსაც - გიორგი გახარია

საქართველო, თბილისი - 16:52 | 28.11.2018
ნანახია: 875

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით საპოლიციო ძალები დღის განმავლობაში საჭიროების მიხედვით გადაადგილდებიან და გააგრძელებენ საღამოსაც.

„პირველ ტურში და ახლაც ცალსახად განვაცხადეთ, რომ ჩვენი მანდატი არის მშვიდ გარემოში თავისუფალი არჩევანი, რომლის განხორციელების მიზნით საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან იმ საჭიროების მიხედვით, როგორც ჩვენ განვსაზღვრავთ. შესაბამისად, ეს ძალები გადაადგილდებოდნენ დღის განმავლობაში და გააგრძელებენ საღამოსაც.

მთავარია, ამ დღემ, ისევე, როგორც წინასაარჩევნომ და არჩევნების შემდგომმა პერიოდმა, მშვიდ გარემოში ჩაიაროს, რის გარანტიასაც იძლევა პოლიცია.

ჩვენ ველოდებით იმას, რომ შსს და პოლიცია იქნება კონსტრუქციული, იზრუნებს მოქალაქეებზე და თავს გაართმევს ნებისმიერ გამოწვევას“, – განაცხადა შს მინისტრმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე