რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მასობრივად ცდილობენ ხელმეორედ ხმის მიცემას - ჩუგოშვილი

საქართველო, თბილისი - 16:00 | 28.11.2018
ნანახია: 894

 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით,  რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მასობრივად ცდილობენ ხელმეორედ ხმის მიცემას.

„მინდა, გამოვეხმაურო რუსთავში უკვე მასობრივ ფაქტებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების მიერ ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობებს. ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ინფორმაცია იმ უბნებისა და პირების შესახებ, რომლებსაც ასეთი მცდელობები ჰქონდათ. ამას ემატება რუსთავის 39-ე უბანზე მერი მამალაძის მიერ მცდელობა, ხელმეორედ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ეს არის მძიმე კანონდარღვევა და შესაბამისად, ამაზე იქნება რეაგირება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე