ხმა მივეცი ყველაზე ევროპელ კანდიდატს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 14:14 | 28.11.2018
ნანახია: 756

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცა.

სალომე ზურაბიშვილი კრწანისის საარჩევნო ოლქის, მე-3 საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა.

„ჩემი ხმა მივეცი ყველაზე ევროპელ კანდიდატს. ჩემი არჩევანია მშვიდობიანი, ერთიანი, დაწყნარებული და ღიმილიანი საქართველო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე