საელჩოები უზრუნველყოფენ, რომ ყველა ქვეყანაში ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შესაბამის პირობებში - დავით ზალკალიანი

საქართველო, თბილისი - 12:29 | 28.11.2018
ნანახია: 694

საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოები უზრუნველყოფენ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა ქვეყანაში ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შესაბამის პირობებში, საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის 39 ქვეყანაში საქართველოს საელჩოებში გახსნილია 55 საარჩევნო უბანი.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საარჩევნო პროცესის ხანგრძლივობა საზღვარგარეთის უბნებზე 24:00 საათამდე არის გაზრდილი. ყველა საარჩევნო კომისია საზღვრებს გარეთ უზრუნველყოფს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, განახორციელონ თავიანთი კონსტიტუციური უფლება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე