პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:01 | 28.11.2018
ნანახია: 1068

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისა და ფიცის დადების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ფიცს დებს არჩევიდან მესამე კვირა დღეს. კონსტიტუციით განსაზღვრული მესამე კვირა 16 დეკემბერია.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. არჩევნებში მონაწილეობენ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს უჭერს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე