გავიღიმებთ და ხვალ ვიგებ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 16:44 | 27.11.2018
ნანახია: 1078

"ქართული ოცნების" მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი თბილისში მყოფ ეუთოს-ოდირის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტმა ზურაბიშვილს Edison research-ის კვლევასთან დაკავშირებით ჰკითხა, რაზეც მან არ უპასუხა.

ზურაბიშვილის თქმით, ის ხვალ იგებს.

„არ ვაკეთებ კომენტარებს. გავიღიმებთ და ხვალ ვიგებ,“ - თქვა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ხვალ გაიმართება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე