შეინარჩუნეთ საქართველო პროდასავლურ დემოკრატიად - ჟურნალისტი ჯერემი ფრანკელი
საქართველო, თბილისი - 12:24 | 27.11.2018 ნანახია: 1033
ჟურნალისტი ჯერემი ფრანკელი გამოცემა spectator.org-ზე აქვეყნებს სტატიას, სახელწოდებით – „შეინარჩუნეთ საქართველო პროდასავლურ დემოკრატიად“. ჟურნალისტი წერს, რომ ამ კვირის საპრეზიდენტო არჩევნები განსაზღვრავს, ჩაიგდებს თუ არა რუსეთი უპირატესობებს.
„ბევრი ადამიანი ატრიალებს თვალებს, როდესაც იგებს „დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის“, მაგრამ ეს სიმართლეა. არსებობს მრავალი ქვეყანა მსოფლიოში, რომლებიც არ მისდევენ დემოკრატიულ პრაქტიკას და ქვეყნები, რომლებიც იბრალებენ დემოკრატიულობას, მაგრამ ყოველდღიურად შორდებიან პირადი თავისუფლების განცდას.
დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის. მაგრამ ეს საფრთხე არაა სააშკარაოზე გამოტანილი, იგი ფარულია. იგი არჩევნებში ჩარევის ფორმით, ეკონომიკის კონტროლის და არეულობის წამოწყების ფორმით გვევლინება. ჩვენ ვნახეთ მსგავსი კონსპირაციები შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და სხვა დასავლურ ქვეყნებში, ახლა კი ვხედავთ მის სრულ ძალას საქართველოს რესპუბლიკაში.
ამჟამად საქართველო პროდასავლური ქვეყანაა, რომელიც ცდილობს გაექცეს რუსეთის რეპრესიულ ჩარევას და შეუერთდეს დემოკრატიულ დასავლურ ალიანსს. ისევე როგორც ცივი ომი – ომი გავლენისთვის, სუბვერსიისთვის და ანტაგონიზმისთვის, ეს კონფლიქტი დღესაც მიმდინარეობს. ცივი ომის პერიოდში, საბჭოთა კავშირი ცდილობდა მსოფლიოს დაპყრობას და თავიანთი შეხედულებების დანერგვას ყველა ქვეყანაში. დღევანდელი რუსეთი დიდად არ განსხვავდება ხსენებულისგან. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ისევ ცდილობს, გახადოს ყველა ქვეყანა უფრო რუსული, დემოკრატიის შეზღუდვით, ნაკლები მიღების და ნაკლები თავისუფლების გზით.
ეს ბიძგი ძლიერად იგრძნობა საქართველოში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდშია – მანამდე, სანამ ერი შეცვლის საპარლამენტო მმართველობის ფორმას, სადაც პრეზიდენტი აირჩევა საარჩევნო კოლეგიით და არა ხმების რაოდენობით. 25 კანდიდატიდან, მხოლოდ ორია დარჩენილი.
სალომე ზურაბიშვილს აქვს პროდასავლური ღირებულებები, აქვს ძლიერი კავშირები სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებთან და შეერთებულ შტატებთან და არის თავდადებული მხარდამჭერი ადამიანებს შორის თანაბრობის.
გრიგოლ ვაშაძე არის ყოფილი სსრკ-ის ოფიციალური პირი, ვისი ფესვებიც რუსეთშია. ის ამტკიცებს, რომ პრო-დასავლური ფასეულობები აქვს, მაგრამ მისი ჩანაწერები აშკარად ამბობს საპირისპიროს.
თუ ვაშაძე გაიმარჯვებს, სავარაუდოდ რუსეთი წაგვართმევს საქართველოს და მათ დემოკრატიულ ფასეულობებს. თუ ზურაბიშვილი გაიმარჯვებს, ჩვენ ვიხილავთ იმ გზის გაგრძელებას, რომელიც მიგვიყვანს დემოკრატიულ საქართველომდე.
მისი, როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეების დიპლომატის და ქართველი პოლიტიკოსობის, ათწლეულობით გამოცდილების გამოყენებით, ზურაბიშვილი აპირებს, რომ მიმართოს საქართველო ევროკავშირისკენ და ნატოსკენ, ორი დასავლური ორგანიზაცია საუკეთესო დემოკრატიულობით, რომლებიც გახდიან საქართველოს თავის ძლიერ მოკავშირედ, ქვეყანას, რომელიც ამჟამად რუსეთის ჩრდილში ცხოვრობს.
სალომე ზურაბიშვილი ერთგულია თავისუფალი სიტყვის, პრესის, თანაბრობის და ეკონომიკის მიმართ. მისი გეგმაა გააერთიანოს საქართველო, და გახადოს დემოკრატიულ ხელშეუხებელ ციხესიმაგრედ და გახადოს საქართველო ევროპისგან განუყოფელი. მას აქვს სტრატეგია, რომ დაარწმუნოს ყველა ქართველი, რომ ისინი თანაბრად ფასეული არიან და შეუძლიათ შეძლებისდაგვარად შეუწყონ აღმშენებლობაში ხელი, ნებისმიერი დესტაბილიზაციის მიუხედავად. ამ დროს, როდესაც მოძრაობა #MeToo ძლიერდება ქალთა უფლებების დაცვის მხრივ დასავლურ ქვეყნებში, ზურაბიშვილი შესაძლოა გახდეს პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოში, ისევე როგორც ის იყო პირველი ქალი საგარეო საქმეთა მინისტრი. იგი არის ძლიერი მცველი ქართლი კულტურის შენარჩუნების, რომელის გაქარწყლება ცადა საბჭოთა კავშირმა ათწლეულების წინ.
მეორე მხრივ, გვყავს ვაშაძე, რუსეთის ფავორიტი ამ რბოლაში. ვაშაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ამაყობს მისი ხანგრძლივი კარიერით როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ოფიციალური პირი, სადაც ის მუშაობდა აერონავტიკასა და ბირთვულ შეიარაღებაზე. იგი ირწმუნება, რომ არ ქონია კავშირი KGB-სთან, მაგრამ მისი წარსული სამუშაო ადგილმდებარეობა და დღევანდელი ტაქტიკები გვარწმუნებს საპირისპიროში. რაც კიდევ უფრო გამაოგნებელია, მას ჰქონდა ორმაგი რუსეთის და საქართველოს მოქალაქეობა 2009 წლამდე. მან როგორც იქნა თქვა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე, როდესაც თვეობით აკრიტიკეს მისმა საქართველოს მთავრობის კოლეგებმა; მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მან არ თქვა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე, 2008 წელს საქართველო და რუსეთს შორის ომის დაწყებისას, როდესაც რუსეთი უკანონოდ შემოიჭრა საქართველოში თავისი ჯარით. ამ აგრესიული ინციდენტის მანძილზე ვაშაძე რჩებოდა რუსეთის მოქალაქედ.
მომავალი პრეზიდენტის არჩევანი აშკარა უნდა იყოს. სამწუხაროდ, რუსეთი დაუბრუნდა თავის ძველ ხრიკებს და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ იმოქმედოს არჩევნებზე. რუსეთი ცდილობს ცილი სწამოს ზურაბიშვილის, თითქოს ის მათი მეგობარია – რომლის ოჯახიც იძულებული იყო გაქცეულიყო წითელი არმიისგან 1920 წელს. ზურაბიშვილი დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, პრაქტიკულად საბჭოთა აგრესიის გამო იქნა გამოძევებული საკუთარი მამულიდან. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, იგი დაბრუნდა საქართველოში და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ შემოიტანოს დასავლური ფასეულობები თავის ქვეყანაში.
ჩვენ დასავლეთში ხშირად არ ვფიქრობთ, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ბედზე. მაგრამ უნდა ვფიქრობდეთ. ერები როგორიც არის საქართველო, არიან ახალი ცივი ომის დაწყების პირას, რამდენადაც მათ უჭირთ სუვერენიტეტის შენარჩუნება რუსეთის მხრიდან აგრესიული ჩარევების გამო.
ჩვენ გვჭირდება მეტი ქვეყანა მსოფლიოში, რომლებიც მხარს უჭერენ დემოკრატიას და ებრძვიან ისეთ ანტაგონისტურ ქვეყნების, როგორიც არის რუსეთი. ჩვენ გვჭირდება პროდასავლური, დემოკრატიული საქართველო“, – აღნიშნულია ჯერემი ფრანკელის სტატიაში.
პოლიტიკა
- საბოტაჟის საქმე საჭიროებს ბოლომდე მიყვანას, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის დანაშაულზე დადგეს შესაბამისი სასჯელი - კობახიძე
- ნულს პლუს ნული, უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა, როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს - ირაკლი კობახიძე
- რუსეთის იმპერიული ამბიციები მხოლოდ უკრაინით არ მთავრდება და ევროპისკენ არის მიმართული - ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი
- ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მთავრობამ პატივი სცეს მათ ევროპულ არჩევანს, რაც ახლა არ ხდება - ბაიბა ბრაჟე
საზოგადოება
- მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს, არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით, „მეგობრებო“, ხელოვანები იყვნენ და არიან ხელისუფლებაში მყოფებისთვის ყველაზე სახიფათო ადამიანები და ასე იქნება ყოველთვის - ანდრო ჭიჭინაძე
- „თეგეტა მოტორსი“ 15 წლის ქართველი მრბოლელის, მათე კობახიძის 2026 წლის სარბოლო სეზონის მხარდამჭერია
- საქართველოში 21-22 თებერვალს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 23 თებერვალს კი იწვიმებს
- „თეგეტა“ „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“ პარტნიორობით თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის პროგრამას იწყებს
სამართალი
- ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, ასევე, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები დააკავეს
- თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს
- საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა
მსოფლიო
- უზენაესმა სასამართლომ უნებლიეთ მიბოძა, იმაზე მეტი უფლებამოსილება, ვიდრე მათ სასაცილო, სულელურ და საერთაშორისო დონეზე განხეთქილების მომტან გადაწყვეტილებამდე მქონდა - დონალდ ტრამპი
- ნატო-მ ბელარუსში განთავსებული „ორეშნიკის“ რაკეტები ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ უნდა განიხილოს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 400 კვადრატულ კილომეტრსა და რვა დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აღადგინა - ოლექსანდრ სირსკი
- უკრაინა არ დათანხმდება ტერიტორიულ დათმობებს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, პუტინს ომის დასრულება არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Zeekr 9X უკვე საქართველოშია - Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
- Volvo Cars EMEA - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
- „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















