მიფორთხავენ ჩემს პირად ცხოვრებაში და ცდილობენ, კამპანიაში ჩემი შვილები ჩარიონ - გრიგოლ ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 10:26 | 27.11.2018
ნანახია: 1145

 

მიფორთხავენ ჩემს პირად ცხოვრებაში და რატომღაც, ცდილობენ, კამპანიაში ჩემი შვილები ჩარიონ, ამ ძალიან ევროპელებმა, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ცდილობენ, მისი შვილები წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართონ.

„მიფორთხავენ ჩემს პირად ცხოვრებაში და რატომღაც, ცდილობენ, კამპანიაში ჩემი შვილები ჩარიონ, ამ ძალიან ევროპელებმა, ისეთმა ევროპელებმა, რომ პირდაპირ აღარ შეიძლება მეტი. ჩვენ ხომ საზიზღარი პოსტსაბჭოთა პროვინციალები ვართ და ესენი ძალიან ევროპელები არიან და შვილები უნდა ჩაერიონ კამპანიაში“, – განაცხადა ვაშაძემ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე