აჰმედ ჩატაევი ასრულებდა კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ოპერატიულ დავალებებს - მამუკა მდინარაძე
საქართველო, თბილისი - 19:36 | 26.11.2018 ნანახია: 784
საერთაშორისო ტერორიზმში მხილებული აჰმედ ჩატაევი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი და ასრულებდა კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის ოპერატიულ დავალებებს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ გუშინ მივადევნე თვალყური საკმაოდ კვალიფიციურ ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც კარგად ჩანდა, ეს ინფორმაცია ისედაც იყო და ახალი ამბავი არ არის, რომ საერთაშორისო ტერორიზმში მხილებული ადამიანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი და მათ მიერ ჩამოყვანილი.
ბუნებრივად მოდის ინფორმაცია, მათ შორის ჟურნალისტური გამოძიებიდან, რომ ამ ადამიანის მიმართ საქართველოში სპეციალურად შეიქმნა საქმე, რომელიც იძლეოდა საშუალებას, რომ ეს ადამიანი გაეშვათ.
ასეც მოიქცა „ნაციონალური მოძრაობა“ თავის დროზე და გამოიყენა ეს ადამიანი თავის პროექტად. ის ასრულებდა ოპერატიულ დავალებებს „ნაციონალური მოძრაობის“ და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის. ამ მიზნით იქნა თავის დროზე გამოყენებული“,- განაცხადა მდინარაძემ.
2012 წელს ჩატაევის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე მდინარაძემ აღნიშნა, რომ როდესაც მტკიცებულებათა ერთობლიობა არ იძლევა საშუალებას, რათა ადამიანი იყოს პასუხისგებაში მიცემული, სასამართლოს სხვა გზა აღარ რჩება, გარდა პირის გათავისუფლებისა.
„რატომ გაუშვეს ახმედ ჩატაევი, ამაზე უამრავჯერ გაქვთ პასუხი მიღებული. როდესაც ადამიანის მიმართ არის მტკიცებულებები ძალიან მწირი, როდესაც არ იძლევა საშუალებას მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ ეს ადამიანი იყოს პასუხისგებაში მიცემული ისე, რომ უტყუარობის სტანდარტით დაადგინოს სასამართლომ მისი დამნაშავეობა, ამ დროს სასამართლოს სხვა გზა აღარ რჩება. ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თბილისში, 2017 წლის 22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაცია სამი შეიარაღებული პირის ლიკვიდაციით და ერთის დაკავებით დასრულდა. აჰმედ ჩატაევმა თავი ე.წ. შაჰიდის ქამრით აიფეთქა.
პოლიტიკა
- ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის, თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა - შალვა პაპუაშვილი
- მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის „თეგეტა მოტორსის“ რჩევებით
- „ოცნება“ კიდევ უფრო აღრმავებს საკუთარ იზოლაციას და საერთაშორისო ასპარეზზე შესაძლოა მალე „კეთროვანიც“ კი გახდეს, მათ შორის რუსეთისთვისაც, არავის სჭირდება ყველასგან მოძულებული რეჟიმი - დიმიტრი ცქიტიშვილი
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
მსოფლიო
- პუტინი, შესაძლოა, ომის დასრულებამდე ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას, ის ჩიხშია - ვოლოდიმირ ზელენსკი
- აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















