ხმის მონტაჟის სპეციალური კურსები არსებობს, ჩაეწერეთ, რომ ქართველები სიცილით არ დახოცოთ – გრიგოლ ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 12:14 | 23.11.2018
ნანახია: 1118

არ ვიცი, ამას ვინ ამონტაჟებს. ხმის მონტაჟის სპეციალური კურსები არსებობს, ჩაეწერეთ, რომ ქართველები სიცილით არ დახოცოთ“, – ამის შესახებ განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის „პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, სადაც სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილისა და  გიორგი ვაშაძის საუბარია ჩაწერილი.

„გუშინ შესანიშნავი ძილისპირული მოგვიწყო ე.წ ქართულმა ოცნებამ. ამდენი ბავშვობაში ცირკში არ მიცინია. არ ვიცი, ამას ვინ ამონტაჟებს. ხმის მონტაჟის სპეციალური კურსები არსებობს, ჩაეწერეთ, რომ ქართველები სიცილით არ დახოცოთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

უკრაინული ვებგვერდი zdes.com.ua აუდიოჩანაწერს ავრცელებს სახელწოდებით „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“. ვებგვერდის ინფორმაციის მიხედვით, ჩანაწერში სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის საუბარია ჩაწერილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე