ქალბატონ სალომეს წაართვეს თავისუფლება, იმიტომ რომ ის ვერ მონაწილეობს კამპანიაში - თამარ კორძაია

საქართველო, თბილისი - 11:41 | 23.11.2018
ნანახია: 781

ქალბატონ სალომეს ღირსება აყარეს, იმიტომ რომ მას არ აძლევენ საუბრის უფლებას - ეს განცხადება, გადაცემა "არჩევანში" თამარ კორძაიამ გააკეთა. კორძაიამ საარჩევნო გარემო შეაფასა და მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატზე ისაუბრა. 

„ქალბატონ სალომეს ღირსება აჰყარეს, იმიტომ რომ მას არ აძლევენ საუბრის უფლებას. ქალბატონ სალომეს წაართვეს თავისუფლება, იმიტომ რომ ის ვერ მონაწილეობს კამპანიაში. მე ვსვამ კითხვას, როდესაც ჩვენ ვირჩევთ სახელმწიფოს წარმომადგენელს, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება, გვინდა ასეთი პრეზიდენტი ჩვენ? არ შეიძლება საქართველოს ჰყავდეს ასეთი პრეზიდენტი“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

თამარ კორძაია ვაშაძის შესახებ საუბრისას ამბობს, რომ ის გახსნილია დიალოგისთვის, მათ შორის "ქართული ოცნების" წევრებთან. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე