მოვუწოდებ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადეკვატური შეფასება მისცენ სააკაშვილის მხრიდან რევოლუციის მუქარას - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 15:25 | 22.11.2018
ნანახია: 765

 

მოვუწოდებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადეკვატური, ობიექტური და მკაფიო შეფასება მისცენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, სააკაშვილის მხრიდან რევოლუციის მუქარას, რომ ახალ წლამდე შეცვლის ხელისუფლებას” - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება დესტაბილიზაციის უფელბას არავის მისცემს.

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ხელისუფლება არავის მისცემს საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის, დესტაბილიზაციის და ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარების საშუალებას და ნებისმიერ ასეთ მცდელობაზე, კანონის ფარგლებში უმკაცრესი რეაქცია იქნება”, - აღნიშნა მერმა.

კალაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნები უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდება და ზურაბიშვილი აუცილებლად გაიმარჯვებს.

„დარწმუნებულები ვართ, რომ არჩევნები კვლავაც უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდება და ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი, ქართველი ხალხის თანადგომით აუცილებლად გაიმარჯვებს”, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე