დღეს სამართლიანობის აღდგენა არის ის, რაც ყველაზე უფრო სჭირდება ამ ქვეყანას, რათა მშვიდობა დავიბრუნოთ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 11:48 | 22.11.2018
ნანახია: 782

დღეს სამართლიანობის აღდგენა არის ის, რაც ყველაზე უფრო სჭირდება ამ ქვეყანას, რათა დავწყნარდეთ და მშვიდობა დავიბრუნოთ. ეს არის სიმბოლური დღე. რაც დღეს წყდება, იმ ფურცლის გადაშლა და დამთავრებაა¸– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც ფოტორეპორტიორების პროცესზე დასასწრებად მივიდა.

„სოლიდარობა არის ადამიანური გრძნობა, რომელიც აუცილებელია. საზოგადოებაში სოლიდარობა თუ არ არის, საზოგადოება ვერ შედგება. დღეს სამართლიანობის აღდგენა არის ის, რაც ყველაზე უფრო სჭირდება ამ ქვეყანას, რათა დავწყნარდეთ და მშვიდობა დავიბრუნოთ. ეს არის სიმბოლური დღე. რაც დღეს წყდება, იმ ფურცლის გადაშლა და დამთავრებაა“, – განუცხადა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ფოტორეპორტიორების პროცესზე მისი მისვლა საარჩევნო კამპანიას არ უკავშირდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე