დანია საქართველოს მოქალქეების განცხადებას თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ აღარ დააკმაყოფილებს

საქართველო, თბილისი - 09:51 | 22.11.2018
ნანახია: 986

დანიის სამეფომ საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ დანიური მხარე თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ საქართველოს მოქალაქეების განაცხადს შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს და არ დააკმაყოფილებს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი გიგი გიგიაძე აცხადებს, რომ ეს სიახლე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ დადებით გარემოს, ასევე იმას, რომ საქართველო არის ევროპის სტაბილური პარტნიორი.

„დანია, როგორც საქართველოს ახლო პარტნიორი, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველო არის ევროპის სტაბილური პარტნიორი და შესაბამისად, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ამ ქვეყნიდან არსებობდეს თავშესაფრის მოთხოვნის საფრთხე, რაც მიგვაჩნია, რომ არის სწორი შეფასება დანიური მხარის მიერ. ეს სკანდინავიური ქვეყნის მიერ საქართველოს პროგრესისა და რეფორმების აღიარებაა. ეს არის აღიარება, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მოძრაობს ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით“, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.

დანიის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე