რუს კინემატოგრაფისტებს, რომელთაც ქვეყანაში შემოსვლის საშუალება არ მივეცით, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი ჰქონდათ დარღვეული - გახარია

საქართველო, თბილისი - 17:10 | 21.11.2018
ნანახია: 744

 

რუს კინემატოგრაფისტებს, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის საშუალება არ მივეცით, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი ჰქონდათ დარღვეული, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.  საქართველოში რუს კინემატოგრაფისტებს ფესტივალში „პაემანი რუსეთთან“ მონაწილეობა უნდა მიეღოთ.

„ეს ხდებოდა რამდენიმე საათის წინ, როდესაც ჩვენ გზაში ვიყავით. რეალურად, ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიგვეღო. ბევრი საბაბი გვაქვს იმისთვის, რომ არასასურველი ადამიანები, მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაში არ შემოვუშვათ. რაც გავაკეთეთ, მათ შორის, იმ მიზეზის გამო, რომ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი იყო დარღვეული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სამ მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრა. როგორც შსს-ში განაცხადეს, ისინი საქართველოში დღეს მოსკოვი-თბილისის რეისით ჩამოფრინდნენ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე