დავალიანების განულების შესახებ წინადადება აბსურდული და შინაარსმოკლებულია - გიორგი ვაშაძე
საქართველო, თბილისი - 13:40 | 20.11.2018 ნანახია: 1104
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ აცხადებს, რომ დავალიანების განულებაზე მთავრობის მიერ გაცემული დაპირება არარეალურია.
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც ვიდეოები და „ქართული ოცნების“ მიერ 2012 წლის არჩევნებამდე გაცემული დაპირებები წარადგინა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი დაპირება გასცა, თუმცა არ შეუსრულებია. ვაშაძის თქმით, ამის ერთ-ერთი მაგალითია კომუნალური გადასახადების გაიაფების დაპირება, რაც პირიქით, გაიზარდა.
ვაშაძის თქმით „ქართული ოცნების“ ახალი დაპირება არის სიცრუე, რომელზეც მოქალაქეები არ წამოეგებიან.
„ეს წინადადება აბსურდული და შინაარსმოკლებულია. მეორეც იმდენად ბუნდოვანია, რომ ვერავინ გაიგო ვისზე ვრცელდება და მესამე, ეს ხდება არჩევნების შემდეგ, ანუ სურთ, ჯერ ხმა მიიღონ და მერე ვითომ რაღაცას გააკეთებენ. დარწმუნებული ვარ, დეკემბერში გამოვლენ და იტყვიან, რომ ჩვენ სხვა რამეს ვგულისხმობდით. მოიმიზეზებენ, რომ მიკროსაფინანსოებმა უარი გვითხრეს, ათას ტყუილს და სისულელეს მოიგონებენ, რომ ყველაფერი გაამართლონ. მათ ერთადერთი რამ სურთ, ხელისუფლება ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, კრედიტების დაგროვებისა და გადახდისუუნარობის მიმართულებით პრობლემები 2012 წლის შემდეგ შეიქმნა და ამის ძირითადი მიზეზი არასწორი რეფორმები და ლარის კურსის ვარდნა იყო.
„რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს ამ უზარმაზარ კრიზისს. ჩვენ ამაზე დეტალური კვლევა გვაქვს გაკეთებული. პირველი – 2012-2014 წლებში აბსოლუტურად გაუაზრებელი ეკონომიკური რეფორმები, რომელსაც ვაკრიტიკებდით, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი გაიტანა, ასევე რეგულაციებთან, დაუბეგრავ მინიმუმთან და ა.შ.“, – განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, ეს ყოველივე 2014 წლიდან ეკონომიკაზე აისახა, გაუფასურდა ლარი და მოქალაქეებს დაუგროვდათ ვალები.
„2014-2016 წლებში ისინი ბანკებს მიმართავდნენ, მაგრამ შემდეგ ბანკებიც აღარ აძლევდნენ თანხას და 2017 წელს 607 ათასმა ადამიანმა მიმართა უკვე ლომბარდებს, ჩადეს სახლი, მანქანა ან ოქროული. ამ თანხასაც დაარტყა ლარის კურსმა. ქვეყანაში ინვესტიციები არ იმატებს და ამ კუთხით 10 წლის წინანდელთან შედარებით მდგომარეობა გაუარესებულია. ამ ყველაფერმა მთელი ქვეყნის სრული გაბანკროტება გამოიწვია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პოლიტიკა
- გიორგი ბახუაშვილის სუს-ში გადაყვანა მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს - გიორგი სიორიძე
- სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათზე აყოლილები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის - შალვა პაპუაშვილი
- ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















