600 000 ჩვენი მოქალაქე, უპრეცედენტო სოლიდარობის აქციით, დაბრუნდება ბიზნესსა და ეკონომიკაში - ბესელია
საქართველო, თბილისი - 12:39 | 20.11.2018 ნანახია: 1025
600 ათასზე მეტი მოქალაქისთვის დავალიანების განულების ინიციატივა ყველაზე მასშტაბური სოლიდარობის აქტია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, 600 000-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთვება ეკონომიკურ აქტივობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„გუშინდელი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მართლაც ყველაზე მასშტაბური სოლიდარობის აქტია, რომლითაც 600 000 ჩვენს მოქალაქეს, მათ შორის 150 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველია და არის ათასობით შშმ-პირი, გაუნულდებათდავალიანება, რაც აქვთ 2000 ლარის ფარგლებში აღებული და ამ ვალდებულებას დაფარავს „ქართუ“. უპრეცედენტო სოლიდარობის აქციით და ამ გადაწყვეტილებით ისინი დაბრუნდებიან ბიზნესში, ეკონომიკაში, ჩაერთვებიან საერთო ეკონომიკურ ბაზაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ბიძგი და მხარდაჭერა, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე თითოეული ამ მოქალაქის სოციალური მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ამასთან ეკა ბესელია განმარტავს, რომ აღნიშნული ინიციატივა არ გულისხმობს სახელმწიფო რესურსების გამოყენებას, არამედ ვალდებულებას თავის თავზე იღებს ფონდი „ქართუ“.
„რაც შეეხება ამ საკითხის სამართლებრივ მხარეს, საარჩევნო კოდექსი კრძალავს ისეთი ტიპის მოქმედებებს, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას ემსახურება კანდიდატის წარმომადგენლის მეშვეობით ან ადმინისტრაციული, სახელმწიფო რესურსების გამოყენებით. აქ საუბარია არა სახელმწიფო ან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, არამედ იმაზე, რომ კერძო საქველმოქმედი ორგანიზაცია „ქართუ“ ფონდი და ბიძინა ივანიშვილი, მას ნამდვილად ეკუთვნის მადლიერება ამ გადაწყვეტილების გამო, იღებს თავის თავზე ამ ვალდებულებას. ეს არის მართლაც უდიდესი სიკეთე. ამიტომ, ეს უნდა გავმიჯნოთ იმ ტიპის სამართლებრივი ქმედებებისგან, როგორიც მაგალითად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვაუჩერების სახით განახორციელა, სადაც არის პირდაპირ ნიშნები ამომრჩევლის მოსყიდვის“, – განაცხადა ბესელიამ.
პოლიტიკა
- გიორგი ბახუაშვილის სუს-ში გადაყვანა მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს - გიორგი სიორიძე
- სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათზე აყოლილები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის - შალვა პაპუაშვილი
- ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















