ჩვენ ვნახეთ ადამიანი ნირწამხდარი, რომელსაც ეტყობოდა სუსის“ კვალი და „ქართული ოცნების“ დაწერილი ტექსტი - გიგი უგულავა
საქართველო, თბილისი - 16:00 | 19.11.2018 ნანახია: 1022
„ქართულ ოცნებას“ შმორის სუნი ასდის, აი, ასეთი ქმედებების შემდეგ. ჩვენი პარტიისთვის ყოველი ადამიანი ძვირფასია, მაგრამ ამ ბრძოლაში იწრთობა პარტია, რომელიც ჯერ კიდევ ორი წლისაა და რაც არ კლავს ყველაფერი გაძლიერებს", - ასე გამოეხმაურა ბათუმშ გამართულ ბრიფინგზე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პარტიის აჭარის რეგიონულმა ხელმძღვანელის რაულ თავართქილაძის განცხადებას პარტის დატოვების შესახებ.
"დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაულ თავართქილაძემ და რამდენიმე ჩვენმა უკვე ყოფილმა კოლეგამ დატოვეს „ევროპული საქართველო“. ძალიან სავალალოდ გამოიყურებოდა ის ბრიფინგი რაც მე ვნახე. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანები ესე უტიფრად იტყუებიან. ჩვენ ვნახეთ ხუთჯერ ჩაწერილი დუბლი, ჩვენ ვნახეთ ადამიანი შეშინებული და ნირწამხდარი, ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც ეტყობოდა პირდაპირ, ფიზიკურად ეტყობოდა „სუსის“ კვალი და ეტყობოდა „ქართული ოცნების“ დაწერილი ტექსტი. ჩვენ ვიმყოფებით ძალიან რთულ ბრძოლაში. ბატონი რაულისთვის ისევე როგორც დანარჩენებისთვის კარგად იყო ცნობილი, ჯერ კიდევ 5 თვის წინ, როდესაც „ევროპულმა საქართველომ EPP-ის ფარგლებში ხელი მოაწერა შეთანხმებას ენმ-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ჩვენ ორი პარტია ვიღებდით და ავიღეთ ვალდებულება იმისათვის, რომ მეორე ტურში გასული კანდიდატისთვის მხარი დაგვეჭირა. მეტიც, ბატონი თავართქილაძე, უკვე პირველი ტურის დასრულებისთანავე, თავად მონაწილეობდა პოლიტსაბჭოს სხდომაში, სადაც პოლიტსაბჭომ მხარი დაუჭირა ჩვენს ამ გადაწყვეტილებას. მეტიც, მთელი ამ ორი კვირის განმავლობაში ბატონი თავართქილაძე და ჩვენი ყოფილი კოლეგები თავად მონაწილეობდნენ ერთობლივ პროცესში, რასაც ჰქვია არა სალომე ზურაბიშვილს. ამიტომ მის მიერ წაკითხული ტექსტი მეტყველებს მასზე და მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“. როგორ აფუჭებს მორალურად, ზნეობრივად, კაცურად როგორ აფუჭებს ადამიანებს. „ქართულ ოცნებას“ შმორის სუნი ასდის, აი, ასეთი ქმედებების შემდეგ. ჩვენი პარტიისთვის ყოველი ადამიანი ძვირფასია, მაგრამ ამ ბრძოლაში იწრთობა პარტია, რომელიც ჯერ კიდევ ორი წლისაა და რაც არ კლავს ყველაფერი გაძლიერებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ცვლილებები რაც აქ აჭარაში, ჩვენს პარტიაში განხორციელდება, მხოლოდ საერთო საქმეს დაეხმარება და საერთო საქმეში შეიტანს წვლილს", - განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, “ევროპული საქართველოს” აჭარის ორგანიზაციის წევრებმა პარტია დატოვეს.
პოლიტიკა
- გიორგი ბახუაშვილის სუს-ში გადაყვანა მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს - გიორგი სიორიძე
- სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათზე აყოლილები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის - შალვა პაპუაშვილი
- ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















