ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 15:56 | 19.11.2018
ნანახია: 747

„ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრაზე დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. ამაზე საუბრობდა პარტიის თავმჯდომარე, როდესაც ის დაბრუნდა პოლიტიკაში, ამაზე საუბრობდა იუნისეფი-ს დასკვნაც, რომელიც იცის საზოგადოებამ. მამუკა ბახტაძის ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს იყო ამაზე საუბარი. მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ბანკებს, რომლებიც ჩართული იყო ამ პროცესში. ძალიან დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“. 600 ათასზე მეტ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, რომ ახალი წლიდან ახალი ცხოვრებით იცხოვროს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება.  პრემიერის თქმით, საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე