„ქართულმა ოცნებამ“ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცა მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჭყანული სახეებით - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 09:49 | 19.11.2018
ნანახია: 690

„ქართულმა ოცნებამ“ ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცა მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჭყანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი პიარსპეციალისტის, მოშე კლუგჰაფტის შესახებ საუბრობს.

„ეგერ, ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცეს მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჭყანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს. ერთი სიტყვით, ისინი არიან სულ პანიკაში, ხან რას იგონებენ, ხან რას“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე