7 ნოემბერი გახდა რეჟიმის დასასრულის დასაწყისი - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 12:01 | 07.11.2018
ნანახია: 817

თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე დღეს 7 ნოემბრის მოვლენები შეაფასა და აღნიშნა, რომ 7 ნოემბერი საქართველოს ისტორიაში შესულია, როგორც მოსახლეობის სპონტანური, მრისხანე პროტესტის ნათელი მაგალითი ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული დღე ისტორიაში შესულია, როგორც ხელისუფლებისგან სამარცხვინო ანგარიშსწორების მაგალითი.

„ამ დღეს დაიწყო ფსევდოდემოკრატიის ფასადის რღვევა და რეჟიმის ნამდვილი სახის დემონსტრირება მთელი ევროპის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა, თავისი მედიისა თუ ლობისტების საშუალებით მაქსიმალურად შეეფუთა 7 ნოემბრის გამომწვევი მიზეზები, ტრაგიკული შედეგები და შემდგომი ანგარიშსწორება, დაწყებული პროცესი მაინც შეუქცევადი გახდა და ამ დღის თითოეული შემოქმედის დამსახურებაა, რომ რეჟიმის ჭეშმარიტი სახე დაინახეს უცხოეთშიც. 7 ნოემბერი გახდა რეჟიმის დასასრულის დასაწყისი და პირველ რიგში, ამ ადამიანების წინაშე ვართ ვალდებული, ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომ არასოდეს დავუშვათ დემოკრატიის ფასადურობა, არასდროს დავუშვათ ქვეყნის შეყვანა ავტოკრატიული თუ ნებისმიერი სხვა სახის რეჟიმში“, – აღნიშნა კალაძემ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე