„ქართული ოცნება“ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად ჯემალ გახოკიძეს უშვებს?
საქართველო, თბილისი - 17:29 | 05.11.2018 ნანახია: 1046
კულუარულად გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობასთან ურთიერთობების დასარეგულირებლად ნაბიჯის გადადგმას იწყებს და ამ საკითხის მოგვარებას, არც მეტი, არც ნაკლები, შევარდნაძის ეპოქის უშიშროების ყოფილ მინისტრს, ჯემალ გახოკიძეს ანდობს.
ჯემალ გახოკიძე, რომელიც შევარდნაძის ეპოქაში, სხვადასხვა დროს იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, უშიშროების მინისტრი, შსს-ის გამომძიებელი, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მინისტრის მოადგილე, მთავრობის აზრით, თურმე შესძლებს და აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობასთან პრობლემებს მოაგვარებს.
ეს ის გახოკიძეა, რომელიც იმ დროს იყო მინისტრის მოადგილე, როცა სამინისტროს მეექვსე თუ მეშვიდე სართულიდან დაკავებულები ხტებოდნენ, რადგან ვერ უძლებდნენ წამებას და ამას ის „გაგებით ეკიდებოდა“; გახოკიძე, რომელსაც ბალუაშვილთან ერთად, როგორც იმჟამინდელი პრესა წერდა და პატიმრები სასამართლო პროცესებზე აცხადებდნენ, ლომის წილი მიუძღვის ზვიადისტების დაკავებისა და წამების საქმეში, თუნდაც იმით, რომ იცოდა ამ ყველაფრის შესახებ და არაფერს აკეთებდა, სდუმდა; გახოკიძე, რომლის ხელმძღვანელობით გამოძიებულმა ტერაქტისა თუ ქუჩაში ადამიანების დახვრეტის საქმეებმა სასამართლოში სრული ფიასკო განიცადა და რომელსაც ზვიად გამსახურდიას მომხრეები, ბალუაშვილთან ერთად, ქვეყნის მტრად აცხადებდნენ, საინტერესოა, რა ენაზე და რა თემაზე უნდა დაელაპარაკოს აფხაზეთის ე.წ. მთავრობას.
ერთადერთი, რაც გახოკიძეს აფხაზეთთან დადებით ასპექტში აკავშირებს, მის მიერ გამოცემული წიგნია - „ჰონკონგი-ჩინეთი“, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, დამუშავდა „კონფლიქტების დარეგულირების სამართლებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების ცენტრში“. უშიშროების ყოფილმა მინისტრმა პარალელები გაავლო ქართულ-აფხაზურ კონფლიქტსა და ჰონკონგ-ჩინეთს შორის - ეს არის და ეს. სხვა შემხებლობა იმ დროს, როცა აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ურთიერთობებზე მხოლოდ ტყვია ლაპარაკობდა, გახოკიძე კი ქვეყანაში სტრატეგიულ პერსონას წარმოადგენდა, მას არ ჰქონია. ის სდუმდა.
საინტერესო გახოკიძის ბიოგრაფიაში ასევე არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყველამ უცებ დაივიწყა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი, თავის დროზე როგორ უხდიდა სააკაშვილის ბებიას, მზია წერეთელს დაბადების დღეებს, როგორ გადაუხადა დაბადების დღე ურეკში გივი ალასანიას, და უცებ, თბილისის მერის, დავით ნარმანიას მრჩევლად მოგვევლინა. ცოტა ხნის წინ, მიუხედავად იმისა ხონელი არაა, ხონის საპატიო მოქალაქეც გახდა. ამიტომ იყო, ალბათ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახოკიძემ თავისი კანდიდატურა წარადგინა მთ.პროკურორის პოზიციაზე, სურდა გამხდარიყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კენჭს იყრიდა დეპუტატობაზე, თუმცა მხოლოდ ოჯახის წევრების ხმები დააგროვა. და, მაინც, ის არ დანებდა და ახლა აფხაზეთის საკითხებს გადასწვდა. მთავრობა კი, რომელის მომხრეებიც ყველას კგბ-ს აგენტებს ეძახიან, სწორედ კგბ-ს ნომეკლატურას ანდობს ისეთი მტკივნეული თემის მოგვარებას, რომელსაც აფხაზეთი ქვია.
წყარო: alia.ge
პოლიტიკა
- გიორგი ბახუაშვილის სუს-ში გადაყვანა მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს - გიორგი სიორიძე
- სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათზე აყოლილები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის - შალვა პაპუაშვილი
- ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















