დღეს არჩევანია - სააკაშვილი და მისი ჯგუფი, რომლის დიდი ნაწილი უმძიმეს დანაშაულებშია მხილებული და სალომე ზურაბიშვილი, რომლის მთელი წარსული ევროპული გამოცდილებაა - ეკა ბესელია
საქართველო, თბილისი - 15:21 | 01.11.2018 ნანახია: 1111
საარჩევნო კამპანიას შტაბი ხელმძღვანელობს და ამ პროცესში პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ძალიან აქტიურადაა ჩართული, მას მუდმივი კონსულტაციები აქვს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ოფისში დღევანდელ შეხვედრაზეც ბიძინა ივანიშვილი ისმენდა უმრავლესობის წევრების განწყობებს, ხედვასა და ანალიზს.
„ყველას მოგვისმინა და რაც საჭიროა, ახლა ერთად ვაანალიზებთ. ამ საკოორდინაციო მუშაობაში ბიძინა ივანიშვილიც ძალიან აქტიურად იქნება ჩართული. შტაბები ყველგან იმუშავებს, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. ჩვენს ყველა შესაძლებლობას გავაძლიერებთ. საზოგადოებრივი აქტიურობაც იწყება და ეს ბუნებრივი პროცესია. საზოგადოებრივი ცალკეული ჯგუფები აბსოლუტურად საკუთარი ინიციატივით იქმნება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისი თქმით, 28 ოქტომბერს ალტერნატიული შესაძლებლობები იყო და მოქალაქეების ხმები ნაწილდებოდა.
„ასეთი პოლარიზებული ორი არჩევანი არ იყო. დღეს არჩევანია: სააკაშვილი და მისი ჯგუფი, რომლის დიდი ნაწილი უმძიმეს დანაშაულებშია მხილებული და მეორე მხარეს არის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომლის მთელი წარსული ევროპული გამოცდილებაა. არის არჩევანი, რომელიც ქვეყნისთვის სიმშვიდის და ხვალინდელი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია, როგორც საპრეზიდენტო პოსტი. ეს არჩევნები სახიფათო იმიტომაც არის, რომ ძალა, რომელიც რევანშისთვის ემზადება, საფრთხეა ქვეყნისთვის, რადგან რევანშისთვის ემზადება, უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული პირების შეწყალებისთვის ემზადება. ეს შესაძლოა, ისე ქაოტურად განხორციელდეს და პერსონალური შურისძიების პროვოცირებაც მოხდეს. უნდა გავაცნობიეროთ, ეს სადამდე მიგვიყვანს. იქ დაბრუნება აღარ შეიძლება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
პოლიტიკა
- გიორგი ბახუაშვილის სუს-ში გადაყვანა მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს - გიორგი სიორიძე
- სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათზე აყოლილები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის - შალვა პაპუაშვილი
- ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















