ჯონ ბოლტონთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არის აბსოლუტური სიცრუე - ელიზაბეთ რუდი

საქართველო, თბილისი - 14:54 | 01.11.2018
ნანახია: 736

ინფორმაცია, რაც გავრცელდა არის აბსოლუტური სიცრუე, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ჯონ ბოლტონთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან ძლიერი სამხედრო უსაფრთხოების თანამშრომლობა აქვს.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს შეუძლია საკუთარი ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანად მოხმარება და კონტროლი-გამოყენება. ინფორმაცია, რაც გავრცელდა არის აბსოლუტური სიცრუე",- განაცხადა მან.

ცნობისთვის, report-blogs.com-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რუსეთს „ჯაველინები“ არ გადასცეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე