ინტერპოლით ძებნილი მამუკა ხეცურიანი, რომელმაც სავარაუდოდ, პოლონელი ქალი გააუპატიურა და მოკლა, კიევში დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:49 | 01.11.2018
ნანახია: 1076

საქართველოს მოქალაქე მამუკა ხეცურიანი, რომელმაც პოლონელი ქალი სავარაუდოდ, გააუპატიურა და შემდეგ მოკლა, უკრაინის დედაქალაქში დააკავეს.

ხეცურიანი ქართველმა და უკრიანელმა სამართალდამცველებმა უკრაინაში აიყვანეს. მას ინტერპოლი ეძებდა.

39 წლის მამუკა ხეცურიანს პოლონეთში, ქალაქ ლოძში 28 წლის ქალის სექსუალური მოტივით მკვლელობაში ადანაშალებენ.

ქალი 20 ოქტომბერს გაუჩინარდა და მისი ცხედარი 6 დღის შემდეგ იპოვეს.

პოლონურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბრალდებულმა 21 ოქტომბერს უკრაინის საზღვარი გადაკვეთა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე