მეორე ტურში ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ დიდი ანგარიშით - კალაძე

საქართველო, თბილისი - 10:51 | 31.10.2018
ნანახია: 2302

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ მეორე ტურში დიდი ანგარიშით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებზე 2012 წლის შემდეგ ყველაზე დიდი აგრესიული კამპანია დაფიქსირდა, რომელიც მიმართული იყო სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ და ამ ფონზე ზურაბიშვილმა მაინც შეძლო პირველ ადგილზე გასვლა. 

„ჩვენ მოვიგეთ პირველი ტური და მინდა ქალბატონ სალომეს მივულოცო პირველ ადგილზე გასვლა. რაც შეეხება მეორე ტურს, ველოდებით ცესკოს გადაწყვეტილებას და ქართველ ხალხთან ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ ძალიან დიდი ანგარიშით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე