შედეგი იქნება სასურველი, ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს - მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 15:54 | 28.10.2018
ნანახია: 751

ამ დროის მონაცემებით, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს, - აღნიშნულის შესახებ, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ, განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მათი კოორდინატორების მიერ წარმოებული აღრიცხვით, პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ლიდერობს. 
"შედეგი იქნება სასურველი. ჩვენ გვაქვს ჩვენი მონაცემები. ჩვენს კოორდინატორებსა და აქტივისტებს იმის გამო აკრიტიკებენ, რომ გარკვეულ აღრიცხვას აწარმოებენ, ეს ადამიანები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ პარტიისათვის. მათი მონაცენების და მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით, შეგვიძლია წინასწარი დასკვები გავაკეთოთ - ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს. ჯერჯერობით, ვიდრე ხმები არ დაითვლება არაფერზე კატეგოროულად საუბარი არ შეიძლება, მაგრამ წინასწარი მონაცემები ნამდვილად ასეთია. ამ დემოკრატიულ პროცესს ბოლომდე მიყვანა სჭირდება“, - განაცხადა მდინარაძემ. 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე