"ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს ,,ქართული ოცნების’’ მხარდამჭერების და ჩვენი აგიტატორების ნებისმიერი მოქმედება უკანონოდ წარმოაჩინოს - მამუკა მდინარაძე
საქართველო, თბილისი - 14:17 | 28.10.2018 ნანახია: 1262
„ნაციონალურ მოძრაობას“ უზრუნველყოფილი აქვს, რომ რამდენიმე ათეული მომხრე მიიყვანოს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა უბნებზე, მათ აქვთ უკვე მარკირება, არჩევნებში მონაწილეობა აქვთ უკვე მიღებული და ცდილობენ ისინი შევიდნენ უბნებზე იმ მიზნით, რომ რაღაცნაირად დაფიქსირდეს საარჩევნო უბნებზე თითქოს არის დარღვევები და მარკირებიანი პირები ახერხებენ შესვლას, აცხადებს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.
მდინარაძის განმარტებით, დამკვირვებლები ახერხებენ თითოეული მათგანის იდენტიფიცირებას.
„რ2 ბოლო წუთების განმავლობაში გვიცხადებს, რომ ხელში ჩაუვარდათ ფურცელი, სადაც დაფიქსირებულია მოსყიდვის ფაქტები, ხუმრობასაც კი ვაპირებდი იმასთან დაკავშირებით, რომ დაგვეწერა ხელით, მიგვეწერა კონკრეტული თანხები, ეს იუმორშიც არ ჯდება , ასევე ნახატები, თითქოს რომელიღაც კანდიდატის იდენტიფიცირება ხდება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დახატოს და შემდგომ დადოს რუსთავი 2-ში. ეს არის ძლაიან იაფფასიანი სპეკულაცია და ყველას ვთხოვ , მიუხედავად იმისა რომ ისინი არიან პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლები, მოერიდონ ასეთ პროვოკაციას.
ვხედავთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თავისი მედია საშუალების მეშვეობით ცდილობს მოვლენების მოდელირებას და როგორც ჩანს ისინი ყველაფერს აკეთებენ არა მხარდამჭერთა მობილიზაციისათვის, არამედ იმისათვის, რომ შექმნან გაყალბების ილუზია.
ამ მიზნით ნაციონალური მოძრაობა ცდილობს ,,ქართული ოცნების’’ მხარდამჭერების და ჩვენი აგიტატორების ნებისმიერი მოქმედება უკანონოდ წარმოაჩინოს.
რეალურად, ჩვენს მომხრეებს, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, აბსოლუტურად კანონიერი უფლება აქვთ საარჩევნო უბნის გარეთ, როგორც აგიტაციის, ასევე მათ აქვთ უფლება მოახდინონ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობის აღრიცხვაც.
მთავარია, რომელიმე ადამიანმა არ მოახდინოს ზემოქმედება ამომრჩევლის ნებაზე.
შესაბამისად, ჩვენი აგიტატორები , ჩვენი მხარდამჭერები, ჩვენი პარტიული აქტივი მოქმედებს კანონის ფარგლებში, მისი სრული დაცვით და მოვუწოდებთ მათ გააგრძელონ მუშაობა.
ამავე დროს, მოვუწოდებ ოპოზიციას და მათი მედიის წარმომადგენლებს , თავი დაანებონ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჩვენს აქტივისტებზე.
მე ვფიქრობ, მიუხედავად ამ პროვოკაციული ფონისა, ვინაიდან ქვეყნის მასშტაბით რაიმე არსებითი, სერიოზული დარღვევა არ ფიქსირდება, ცალკეულ შემთხვევებზე იქნება უმკაცრესი რეაგირება და აქაც კანონის ფარგლებში მოვექცევით. ნებისმიერ საჩივარზე, რომელიც იქნება რეალურად დაწერილი, ვფიქრობ რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექნება მყისიერი რეაგირება.
შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობა ვერ ახერხებს პროვოკაციული ფონის შექმნას და მხოლოდ და მხოლოდ მოდელირებულ რეალობასთან გვაქვს დღეს საქმე. არჩევნები გრძელდება, დარწმუნებული ვარ იქნება რეალური შედეგები, გამომდინარე იქედან , რა არჩევანსაც გააკეთებს ქართული საზოგადოება და ამომრჩეველი», აცხადებს მამუკა მდინარაძე.
პოლიტიკა
- გიორგი ბახუაშვილის სუს-ში გადაყვანა მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს - გიორგი სიორიძე
- სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათზე აყოლილები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის - შალვა პაპუაშვილი
- ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















