ხმა მივეცი დამშვიდებულ, დაწყნარებულ, სამართლიან, დემოკრატიულ საქართველოს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:14 | 28.10.2018
ნანახია: 1183

იმედი მაქვს, რომ საქართველოში სიძულვილის დრო დასრულდა, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელმაც საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

მისი თქმით, ის პატივს სცემს ამომრჩევლის არჩევანს.

"მადლობა ყველას. დღეს მე მივეცი ხმა დამშვიდებულ, დაწყანებულ, სამართლიან, დემოკრატიულ საქართველოს. იმედი მაქვს, რომ საქართველოში სიძულვილის დრო დასრულდა.

დღს არის პირველი ტური და საღამოს გავიგებთ შედეგებს. მე პატივს ვცემ ამომრჩევლის გადაწყვეტილებას. მე მათი მოლოდინი მაქვს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე