დღევანდელი არჩევანით დიდ ოჯახს შევუერთდებით, რომელიც განვითარებული ევროპაა - ბიძინა ივანიშვილი

საქართველო, თბილისი - 11:41 | 28.10.2018
ნანახია: 726

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

მისი თქმით, მან ხმა მისცა საქართველოს ევროპულ მომავალს.

მისივე განცხადებით, მეორე ტურის შანსი ძალიან დაბალია, მაგრამ თუ იქნება, არანაირი კითხვები აღარ დარჩება, რადგან უპირობოდ გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი.

"ვფიქრობ, რომ დღევანდელი არჩევანით, რომელსაც საქართველოს უმრავლესობა გააკეთებს, საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუეზე, ძალადობასა და უკულტურობაზე.

ეს იქნება ჩვენი პატივისცემა ჩვენი დიდი ისტორიის, რაც ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე გახლავთ და საბოლოოდ, ჩვენს დიდ ოჯახს შევუერთდებით, რომელიც განვითარებული ევროპაა", - განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ. 2018 წლის არჩევნებზე პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი სულ 46-მა კანდიდატმა გამოთქვა. თუმცა ცესკო-მ მხოლოდ 25 კანდიდატი დაარეგისტრირა, საიდანაც 19 მათგანი წარდგენილია პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საპრეზიდენტო არჩევნებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატებიდან რომელიმე ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე მეტს ვერ მოაგროვებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 1-ლი დეკემბრისა.ფუნქციების გამანაწილებელ წილისყრაში, რაც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე