ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 11:39 | 28.10.2018
ნანახია: 715

დღეს ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, სტაბილურობას, - ამის შესახებ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. 

ის საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა. 

"ჩვენ არავითარ შემთხვევაში, არავის არ უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოება დაჰყოს, მიაყენოს შეურაცხყოფა ადამიანებს. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვახდინოთ საზოგადოების ჯგუფებად დაყოფა. ეს ვნახეთ ერთხელ როგორი იყო და როგორი მძიმე იყო. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს. პირიქით, უნდა გავერთიანდეთ, ქართველები ცოტანი ვართ, გვჭირდება გაერთიანება, კონსოლიდაცია, რომ ერთიანი ძალისხმევით ვიზრუნოთ, რათა ხვალინდელი საქართველო უკეთესი იყოს", - განაცხადა კალაძემ. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე