წინასაარჩევნოდ ეს მარაზმი, საზოგადოების ფარული ჩანაწერებით და გულისამრევი რაღაცებით მართვა უნდა დასრულდეს - გიგი უგულავა
საქართველო, თბილისი - 11:14 | 28.10.2018 ნანახია: 758
სწორედ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გაარღვევს იმ მოჯადოებულ წრეს, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ შეგვიყვანა, რომელსაც ერთი სიტყვით ჭაობი ჰქვია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ ხონის მუნიციპალიტეტში, მე-3 საარჩევნო უბანზე განაცხადა, სადაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
„გავაკეთეთ არჩევანი იმის სასარგებლოდ, რომ წინასაარჩევნოდ ეს მარაზმი, საზოგადოების ფარული ჩანაწერებით და გულისამრევი რაღაცებით მართვა უნდა დასრულდეს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევენ. 2018 წლის არჩევნებზე პრეზიდენტად კენჭისყრის სურვილი სულ 46-მა კანდიდატმა გამოთქვა. თუმცა ცესკო-მ მხოლოდ 25 კანდიდატი დაარეგისტრირა, საიდანაც 19 მათგანი წარდგენილია პოლიტიკური პარტიის მიერ, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 518 877. არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 82 000-ზე მეტი წარმომადგენელი, 73 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 58 საერთაშორისო ორგანიზაციის 1100-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საპრეზიდენტო არჩევნებს 125 მედია ორგანიზაციის 2000-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს. აკრედიტებულ მედიასაშუალებებს შორის 31 საერთაშორისო და 94 ადგილობრივი მედია ორგანიზაციაა. იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში საპრეზიდენტო კანდიდატებიდან რომელიმე ამომრჩეველთა ხმების 50 %-ზე მეტს ვერ მოაგროვებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელიც უნდა ჩატარდეს არაუგვიანეს 1-ლი დეკემბრისა.
პოლიტიკა
- ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის, თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა - შალვა პაპუაშვილი
- მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის „თეგეტა მოტორსის“ რჩევებით
- „ოცნება“ კიდევ უფრო აღრმავებს საკუთარ იზოლაციას და საერთაშორისო ასპარეზზე შესაძლოა მალე „კეთროვანიც“ კი გახდეს, მათ შორის რუსეთისთვისაც, არავის სჭირდება ყველასგან მოძულებული რეჟიმი - დიმიტრი ცქიტიშვილი
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
მსოფლიო
- პუტინი, შესაძლოა, ომის დასრულებამდე ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას, ის ჩიხშია - ვოლოდიმირ ზელენსკი
- აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















