თერჯოლისა და სამტრედიის საკრებულოების შუალედური მაჟორიტარული არჩევნები იმართება

საქართველო, თბილისი - 08:52 | 28.10.2018
ნანახია: 699

დღეს, 28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად იმართება თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური მაჟორიტარული არჩევნები 6 საარჩევნო უბანზე. ცესკოს ინფორმაციით, შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებულია 8 კანდიდატი (4 თერჯოლაში, 4 სამტრედიაში) და 7 925 ამომრჩეველი.

საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლებს, მხოლოდ 6 საარჩევნო უბანზე, გადაეცემათ ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე