საქართველოში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 08:43 | 28.10.2018
ნანახია: 789

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრის შენობებში ხმის მიცემის პროცედურა ზუსტად 08:00 საათზე დაიწყო.

2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს. 

არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.

ბიულეტენები დაბეჭდილია ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე და ასევე რამდენიმე უბნისთვის დაბეჭდილია სამენოვანი ბიულეტენები (ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხური).


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე