ყოჩაღ, რა სიტყვები უსწავლია, პროგრესი სახეზეა - გიგი უგულავა მამუკა ბახტაძეზე

საქართველო, თბილისი - 15:31 | 22.10.2018
ნანახია: 850

ყოჩაღ, რა სიტყვები უსწავლია - შემოვლითი რკინიგზა იყო კონტრპოდუქტიული და რეტროგრადული. პროგრესი სახეზეა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მისამართით წერს.

მისი თქმით, მამუკა ბახტაძე უვარგისი, მაგრამ ისევ რკინიგზის დირექტორია და არა პრემიერ-მინისტრი.

"ახლა სერიოზულად. 1."ყველაზე მწვანე ტრანსპორტს" ქალაქში გადააქვს ბაქოს ნავთობი. 2. რკინიგზის გარშემო თითქმის ყველა შენობა უიმედოდ ავარიულია. 3. სამგზავრო გადაზიდვებისთვის რჩება და მოდერნიზირდება დიდუბისა და ნავთლუღის რკინიგზის სადგურები, რომლებიც ინტეგრირებულები არიან მეტროს ქსელში. 4. თანხის 2/3 დახარჯულია და არგაგძელების შემთხვევაში წყალში იყრება. 5. თბილისი საცობებისგან განიტვირთება. 6. განვითარდება ქალაქის მარცხენა სანაპირო. სამშენებლო დაწოლა მოეხსნება მარჯვენა სანაპიროს. 7. ეს კაცი უვარგისი მაგრამ ისევ რკინიგზის დირექტორია და არა პრემიერმინისტრი", - წერს უგულავა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ „შემოვლითი რკინიგზის პროექტს ჰქონდა სერიოზული საინჟინრო ნაკლოვანებები და გვქონდა საერთაშორისო დასკვნები, რომლის მიხედვითაც ამ პროექტის არსებული დიზაინით დასრულება იყო სრულიად მიუღებელი“.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე