სალომე ზურაბიშვილის წიგნი არ მაქვს წაკითხული, არ ვიცი, რაზეა საუბარი - დავით ზალკალიანი

საქართველო, თბილისი - 14:21 | 22.10.2018
ნანახია: 783

„სალომე ზურაბიშვილის წიგნი არ მაქვს წაკითხული. არ ვიცი, რაზეა საუბარი. ერთი რამ მკაფიოდ შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველის ხელისუფლების პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით მკაფიოდ არის გაცხადებული.ქალბატონი სალომეს ბოლო განმარტებები ამ პოზიციასთან სრულ თანხვედრაშია. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი პოზიცია საერთაშორისო სამართალთან იყოს სრულ შესაბამისობაში“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის განცხადებაზე, რომელიც ამბობს, რომ ჰააგის სასამართლოში რუსეთი სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ციტატებს იყენებს.

საქართველის ხელისუფლების პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით მკაფიოდ არის გაცხადებული და სალომე ზურაბიშვილის ბოლო განმარტებები ამ პოზიციასთან სრულ თანხვედრაშია, - აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, საქართველოს მიერ საერთაშორისო ფორმატში დაწყებული ყველა პროცესი მეტყველებს, რომ ქვეყნას საერთაშორისო საზოგადოებისგან სრული მხარდაჭერა აქვს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე