გრიგოლ ვაშაძე საარჩევნო ბიულეტენში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატად იქნება დაფიქსირებული

საქართველო, თბილისი - 13:39 | 19.10.2018
ნანახია: 747

ბიულეტენში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატად იქნება დაფიქსირებული, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე აცხადებს, რომ 17 ოქტომბრის ცესკო-ს სხდომაზე, მათ უარი ეთქვათ, ბიულეტენში გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ სახელით ყოფილიყო წარმოდგენილი. მისივე თქმით, მოთხოვნა კანონიერი იყო და უარი „ქართული ოცნების“ დავალებით მიიღეს.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ცესკოს ამ მოთხოვნით  28 სექტემბერს მიმართეს.

გაერთიანებული ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე