ბადრი პატარკაციშვილის საქმე სუბელიანის და ოქუაშვილის საქმეების გადასაფარად არის მოგონილი - ზურაბ ჯაფარიძე

საქართველო, თბილისი - 13:23 | 17.10.2018
ნანახია: 809

ბადრი პატარკაციშვილის საქმე სუბელიანის და ოქუაშვილის საქმეების გადასაფარად არის მოგონილი, - ამის შესახებ „გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სხვა ახსნა ამას არ აქვს.

„მგონია, რომ ბადრი პატარკაციშვილის საქმე სუბელიანის და ოქუაშვილის საქმეების გადასაფარად არის მოგონილი. მეტი სხვა ახსნა ამას არ აქვს, რატომ გაახსენდათ ამდენი წლის შემდეგ პატარკაციშვილი, ჩემთვის გაუგებარია”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნილია.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე