მეხი არ დაგეცეთ - ალეკო ელისაშვილი ანრი ოხანაშვილს
საქართველო, თბილისი - 09:23 | 17.10.2018 ნანახია: 1293
„სირცხვილია, მეხი არ დაგეცეთ, ისეთ რაღაცებს იძახით,“ - ასე მიმართა თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა, "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ანრი ოხანაშვილს.
ალეკო ელისაშვილის თქმით, ქვეყანაში უამრავი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა არსებობს. „ქვეყანა დაგვემხო თავზე,“ - განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, გავრცელებეული ჩანაწერების გამოძიების იმედი არა აქვს.
„პროკურატურა საქმეებს უნდა იძიებდეს და ორი დღის წინ დადგეს რაღაც სამარცხვინო ამბავი, რაც დღეს მოგვაჩეჩეს, როგორც ფაქტი,“ - განაცხადა ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი იხსენებს "ომეგა ჯგუფის" საქმეს და ლევან ყიფიანის განმარტებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ოქუაშვილთან ერთად განზრახ აკეთებდა ჩანაწერებს.
ელისაშვილის თქმით, ამის მსგავსად საუბრობს დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც ამბობს, რომ მირზა სუბელიანთან შეთანხმდა, რომ ტყუილს იტყოდა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით.
„სპორტის მინისტრს, დეპუტატებს, "ქართულ ოცნებას" მეტი საქმე არ გაქვთ, რომ იაროთ და ტყუილები არ ჩაწეროთ ხოლმე? კარგი, ვითომ ყეყეჩები, ბრიყვები ვართ და ვერაფერს ვერ ვხვდებით, მაგრამ მეტი საქმე არ გაქვთ? ქვეყანაში პრობლემა არ არის, რომ ტყუილები არ ჩაწეროთ ხოლმე და არ გვასმენინოთ?“ - განაცხადა ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები „კორუფციის ჭაობში არიან ჩაძირულები“ და ქვეყანაზე საერთოდ არ ზრუნავენ.
„სირცხვილია, მეხი არ დაგეცეთ, ისეთ რაღაცებს იძახით,“ - მიმართა ელისაშვილმა ოხანაშვილს.
ელისაშვილის თქმით, თუ ხელისუფლებას საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა ექნებოდა, მაშინ შს მინიტრს, გიორგი გახარიას და მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს, თანამდებობებიდან გადააყენებდნენ და საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილ პირებს დანიშნავდნენ.
პოლიტიკა
- გიორგი ბახუაშვილის სუს-ში გადაყვანა მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს - გიორგი სიორიძე
- სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათზე აყოლილები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის - შალვა პაპუაშვილი
- ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















