ჭარბი წონა ძუძუს კიბოს განვითარების რისკს ამცირებს - მეცნიერები

საქართველო, თბილისი - 16:49 | 04.07.2018
ნანახია: 3248

ჭარბი წონა მენოპაუზის დადგომამდე მკერდის კიბოს განვითარების რისკს ამცირებს. შესაბამის დასკვნამდე ამერიკის ჩრდილოეთ კაროლინას შტატის უნივერსიტეტის ონკოლოგები მივიდნენ. კვლევის შედეგები ჟურნალ JAMA Oncology-ში გამოქვეყნდა.

ძუძუს კიბო 60 წლამდე ასაკის ქალებში გავრცელებული დაავადებაა. ამასთან მენოპაუზის შემდეგ ჭარბი წონა ზრდის სიმსივნის განვითარების რისკს.

 55 წლამდე ასაკის 760 ათასი ქალი მონაწილეობდა 19 კვლევაში, რათა დადგენილიყო, თუ როგორ მოქმედებს ზედმეტი წონა მენოპაუზის დადგომამდე ძუძუს კიბოს რისკის განვითარებაზე.

როგორც აღმოჩნდა, 18-24 წლის ქალებში სხეულის მასის ნორმაზე მაღალი ინდექსის ყოველ მეხუთე პუნქტზე ძუძუს კიბოს განვითარების რისკი 23 პროცენტით მცირდებოდა. 25-34 წლის ასაკის ქალებისთვის ამ მაჩვენებელმა 15 პროცენტი შეადგინა, 35-44 წლის ქალებისთვის  -13 პროცენტი, 45-55 წლის ქალბისთვის კი  12 პროცენტი.

მეცნიერთა თქმით, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ფაქტორებსი კომპლექსი, რომელთა შორის არის ჰორმონებისა და ზრდის ფატქორების სხვადასხვა დონე და სარძევე ჯირკვლების მოცულობა. ამის მიუხედავად, მეცნიერები ამბობენ, რომ ნორმალური წონა ნებისმიერ შემთხვევაში ჯანმრთელობისთვის გაცილებით სასარგებლოა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე