ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში დღესაც გამყარდა

საქართველო, თბილისი - 16:44 | 24.09.2015
ნანახია: 1996

 

ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში დღესაც გამყარდა. სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 25 სექტემბრის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 2.3882 ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.6827 ლარი ღირს.

შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0193 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 0.0014 პუნქტით გამყარდა.

24 სექტემბრის, მდგომარეობით კი 1 დოლარი/ 2.4075 ლარი, ხოლო 1 ევრო/2.6841ლარია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე