სოფელ აძვიდან ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა ორი ადამიანი გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 21:33 | 07.04.2018
ნანახია: 937

სოფელ აძვიდან ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა ორი ადგილობრივი გაიტაცეს.

წინასწარი ინფორმაციით, მოქალაქეები ტაძარში სალოცავად იყვნენ ასულები, რა დროსაც ისინი ე.წ. მესაზღვრეებმა ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურში გატაცების ფაქტი დაადასტურეს.

სოფელ აძვიდან ორი მოქალაქე ოკუპანტებმა ორი კვირის წინაც გაიტაცეს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე