ალბანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

საქართველო, თბილისი - 11:48 | 26.03.2018
ნანახია: 1438

ალბანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ალბანეთის რესპუბლიკაში, შეუძლია ვიზის გარეშე შევიდეს და დარჩეს ალბანეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 90 დღე ნებისმიერ 180 დღის განმავლობაში.

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ალბანეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე: http://www.punetejashtme.gov.al/en/services/consular-services/visa-regime-for-foreign-citizens

 

 


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე