„ბიურო ვერიტასის“ ექსპერტებმა დაადგინეს, რომ „საძელეზე“ ძაბვის ვარდნა მოხდა, რამაც საბაგიროს გათიშვა გამოიწვია
საქართველო, თბილისი - 12:31 | 23.03.2018 ნანახია: 1013
16 მარტს გუდაურში საბაგიროზე მომხდარი ინციდენტის ტექნიკური ინსპექტირების და მიზეზების დადგენის მიზნით, სამინისტროს მოწვევით საქართველოში „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები იმყოფებოდნენ, დღეს უკვე გვაქვს მათ მიერ მომზადებული დასკვნის პირველადი ვერსია.
ვითარების შესწავლის შედეგად „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტებმა დაადგინეს, რომ „საძელეზე“ ძაბვის ვარდნა ნამდვილად მოხდა, რამაც საბაგიროს გათიშვა გამოიწვია.
„თუმცა, საბაგიროს გაჩერების შემდეგ ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით და კონკრეტული ქმედებათა ერთობლიობის შემდეგ უნდა მოეხდინა აღნიშნული საბაგიროს გადაყვანა დიზელ-გენერატორზე და შემდგომში იქ არსებული ტურისტების მიყვანა იმ წერტილამდე, საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცლიდნენ საბაგიროს.
სამწუხაროდ, დღეს არსებული დასკვნის მიხედვით, ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მან განახორციელა, არ იყო თანხვედრაში იმ ქმედებებთან, რომელიც არის გაწერილი ინსტრუქციაში. ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი.
დასკვნა გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც აგრძელებს მოკვლევას და შესაბამისად, კანონმდებლობის მიხედვით დააყენებს იმ პასუხისმგებლობებს, რომელიც უნდა დადგეს. ჩვენი მხრივ, ოპერატორი ჩამოშორებულია ამ საქმიანობას. გარდა ამისა, მე მომმართა ორმა ადამიანმა იმისთვის, რომ შეჩერებული ყოფილიყო მათი მოვალეობები - ეს არის მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში ირაკლი ჭირაქაძე და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსo კოტე ქადაგიძე. ეს ორი ადამიანი ასევე იღებს პასუხისმგებლობას, ისინი გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას აღნიშნულზე და მომმართეს უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე. დასკვნა: უსაფრთხოების წესები იყო სრულად დაცული, თუმცა მოხდა ადამიანის შეცდომა (Human Factor)“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
დასკვნისავე თანახმად, საბაგირო ტექნიკურად სრულიად გამართულია, მას პერიოდული ინსპექტირებაც დროულად ჰქონდა გავლილი, გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ამ ნაწილში პრობლემა არ არსებობს. ამასთან, 2017 წლის 22 დეკემბერს ინსპექტირება კვალიფიციურად ჩატარდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ თანამშრომლების გადამზადების მიზნით, არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ კომპანიასთან თანამშრომლობს. ბოლო ორი წლის განმავლობაში გუდაურის, ბაკურიანის, სვანეთისა და გოდერძის კურორტებზე არსებული საბაგიროების ტექნიკური პერსონალის გადამზადება აქტიურად ხორციელდებოდა. 2017 წელს ტექნიკურმა პერსონალმა ავსტრიაში კომპანია „დოპელმაიერის“ სათაო ოფისთან არსებულ ქარხანაში გადამზადება გაიარა, რომელიც ითვალისწინებდა საბაგიროს ელექტროსისტემების, უსაფრთხოების, ძრავების, ჰიდრავლიკისა და სხვა დეტალების შესახებ სწავლებას. ასევე, მნიშვნელოვანი გადამზადება ტექნიკურმა პერსონალმა 2017/2018 წლის ზამთრის სეზონის გახსნამდე გაიარა. სწავლება ევროკავშირის TAIEX-ის პროგრამის ფარგლებში გულისხმობდა ფრანგი ექსპერტების მიერ საბაგიროების უსაფრთხო ექსპლუატაციას. 2018 წლის იანვარში კი ფრანგული საბაგიროების მწარმოებელი კომპანია „პომას“ ექსპერტის მიერ ჩატარებული სწავლება გულისხმობდა საბაგიროების უსაფრთხოების მოწყობილობების შემოწმებას, გასწორებას და საბაგიროს პერსონალის მომზადებას.
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამონტაჟებულია მსოფლიოში წამყვანი კომპანიების მიერ წარმოებული საბაგიროები. მათ შორის არის ავსტრიული კომპანია დოპელმაიერი, რომელიც ლიდერია ხარისხის, ტექნოლოგიებისა და საბაგიროების წარმოების კუთხით. დღესდღეობით დოპელმაიერის დამონტაჟებული აქვს 14,800 საბაგირო 92 ქვეყანაში. „დოპელმაიერი“ 1986 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან. სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამონტაჟებული აქვს 15 საბაგირო. (გუდაური 6, ბაკურიანი 6, სვანეთი 1, გოდერძი 2) ინოვაციური სატრანსპორტო სისტემა მუდმივად შესაბამისობაშია მსოფლიოში არსებულ მოწინავე სტანდარტებთან. საქართველოში მათ მიერ ასევე განხორციელდა როგორც თბილისი-ფუნიკულიორის, ისე ბათუმის საბაგირო მშენებლობა.
ამ ფაქტების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ 16 მარტს გუდაურში მომხდარი ინციდენტი იყო ერთჯერადი ფაქტი.
„ბიურო ვერიტასის“ ექსპერტული დასკვნა საფუძვლად დაედება იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობა მიიღებს „საძელეს“ ინციდენტთან მიმართებაში, საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ოფიციალური გამოძიების შემდეგ მივიღებთ. გარდა ამისა, გამოძიებას აღნიშნული საქმის მიმართ გააგრძელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის შედეგიც მოგვიანებით გახდება ცნობილი. გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდება ოპერატორს, რომელიც მართავდა „საძელეს“ საბაგიროს ინციდენტის მომენტში. რაც შეეხება სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხს, ის მხოლოდ ოფიციალური გამოძიების დასრულების შემდეგ განისაზღვრება.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
- „ოცნების“ დამსახურებაა, პატიმარი სააკაშვილი წინასაარჩევნო აგიტაციას რომ ეწევა, თავის პარტიას ციხიდან სრულფასოვნად მართავს და პირდაპირ ეთერში მთელ საქართველოს მოძღვრავს, „ოცნება“ ამით სარგებელს იღებს - ტატა ხვედელიანი
- ეუთო-ს რეზოლუციის მიღების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ბოდიშებს უხდიდნენ საქართველოს დელეგაციას, რა ვქნათ, პოლიტიკაა და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილებაო - არჩილ გორდულაძე
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა - მიხეილ ყაველაშვილი
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















