ევროკავშირი საქართველოში ინდუსტრიული და სამომხმარებლო არასასურსათო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის პროექტს იწყებს
საქართველო, თბილისი - 17:28 | 15.03.2018 ნანახია: 1208
ევროკავშირის დაძმობილების პროექტის: "ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდა საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განვითარებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტს ევროკავშირი აფინანსებს და მისი ბიუჯეტი 4,5 მილიონი ლარია. პროექტი დაიწყო 2018 წლის იანვარში და 24 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტს ახორციელებენ ევროკავშირის მიერ შერჩეული, დიდი ბრიტანეთისა და ლიტვის ბაზარზე ზედამხედველობის ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთან იმუშავებენ.
დაძმობილების პროექტის მიზანია, დახმარება გაუწიოს საქართველოს მთავრობას ინდუსტრიული და სამომხმარებლო არასასურსათო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის, და, აქედან გამომდინარე, მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვისა და ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებში ტექნიკური ბარიერების მოხსნის კუთხით, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვაში. აღნიშნული შეესაბამება ასოცირების შეთანხმების, მათ შორის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის მიზნებს, რაც გულისხმობს ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს ჩართულობის ეტაპობრივად გაზრდას.
პროექტი მხარს დაუჭერს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად განავითაროს ბაზარზე ზედამხედველობის სისტემა საქართველოში. კერძოდ, ის ხელს შეუწყობს სამართლებრივი ჩარჩოს განვითარებას, სააგენტოს შესაძლებლობების გაზრდას და ცნობიერების ამაღლებას პროდუქტის უსაფრთხოების და ბაზარზე ზედამხედველობის კუთხით, დაწესებულებებს, მომხმარებლებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრას უძღვებოდა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი გრიგოლ კაკაურიძე. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან - გიორგი ჩიტაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან - ვინსენტ რეი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან - არჩილ ყარაულაშვილი, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოდან - ბენ ლუკოკი და საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოდან - შარუნე კუბილიუტე. ასევე, წარმომადგენლები პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციებიდან და ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოდან.
დამსწრე საზოგადოებას პროექტთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარუდგინეს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილემ - რამაზ ობოლაძემ, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა დიდი ბრიტანეთიდან - გრემ მაკკამონმა, პროექტის მთავარმა ლიდერმა დიდი ბრიტანეთიდან - დევიდ ბეიკერმა, პროქტის ლიდერმა ლიტვიდან - ნერინგა ბარონიენემ და პროექტის მუდმივმა უცხოელმა მრჩეველმა - ენდი ბუკავსმა.
ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსმა, გრიგოლ კაკაურიძემ ისაუბრა პროექტის მიზანზე, დახმარება გაეწიოს საქართველოში არასასურსათო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განვითარებას, მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის, ადგილობრივი ბიზნესებისთვის მხარდაჭერისა და ტექნიკური ბარიერების მოხსნის გზით უცხოურ ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებით.
„ასეთი დაძმობილების პროექტები აახლოებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ადმინისტრაციებსა და საქართველოს სამთავრობო ორგანოებს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით პრაქტიკულ დონეზე. აღნიშნული პროექტი დაეხმარება მთავრობას არამხოლოდ ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების შესრულებასა და ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომის მიღებაში, არამედ ბაზარზე ზედამხედველობის კუთხითაც, ის ხელს შეუწყობს ბაზარზე განთავსებული საფრთხის შემცველი პროდუქტების იდენტიფიცირებასა და მათი გაყიდვებიდან ამოღებას, რითაც დაიცავს ქართველ მომხმარებლებს“ - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კოოპერაციის უფროსმა ვინსენტ რეიმ.
მონაწილეებმა ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე, მის როლზე საქართველოს ევროკავშირთან ინტერგაციის პროცესში და პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
- თანამდებობის პირთა მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს მიიღებენ
- ალბათ მოახერხებს ეკლესია რაღაც შუამდგომლობას - მეუფე ისაია პატიმრების შეწყალებაზე
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 142-ე პატრიარქს აირჩევს
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















