ინექციური ნარკომანია შიდსის გადაცემის გზებში მეორე ადგილზეა

საქართველო, თბილისი - 09:50 | 13.03.2018
ნანახია: 1855

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მონაცემებით, აივ-ინფექცია/შიდსის გადაცემის გზებში ინექციური ნარკომანია 41,9 პროცენტით მეორე ადგილზეა. ამავე სტატისტიკით,  ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 44,9 პროცენტი პეტეროსექსუალური კონტაქტით დაინფიცირების შემთხვევებზე მოდის.

 

 

 

აივ ინფიცირებულთა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით

AIDS

საქართველოში სულ აივ-ით ინფიცირების 6885 შემთხვევაა რეგისტრირებული. მათ შორის 5153 - მამაკაცი, 1732 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე. შიდსი განუვითარდა 3761 პაციენტს, 1424 გარდაიცვალა. არვ მკურნალობაზე იმყოფება 4182 პაციენტი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე