რუსთავში, საცხოვრებელ სახლში ხატების კუთხეში ანთებული სანთლიდან ხანძარი გაჩნდა

საქართველო, თბილისი - 14:07 | 12.03.2018
ნანახია: 1234

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ხატების კუთხეში ანთებული სანთლიდან გაჩნდა.

ხანძრის შედეგად ხატების კუთხე და საყოფაცხოვრებო ნივთები დაიწვა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე