მშენებარე კორპუსიდან გადავარდნილ მოზარდს თავზე ოპერაცია ჩაუტარდა

საქართველო, თბილისი - 12:18 | 12.03.2018
ნანახია: 944

ბათუმში, მშენებრე კორპუსიდან გადავარდნილი 13 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას თავზე ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“იაშვილის კლინიკაში განუცხადეს.

მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრიდან თბილისში იაშვილის კლინიკაში გუშინ, გვიან ღამით გადმოიყვანეს. 

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავზე ნეიროქირუქგიული ოპერაცია ჩაუტარდა“, - აცახდებენ კლინიკაში.

ცნობისთვის, ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან 13 წლის ბიჭი ორი დღის წინ ჩამოვარდა. 

მომხდართან დაკავშირებით ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე