მშობლებს არასრულწლოვანი შვილის პირადი ქონების განკარგვისთვის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობა დასჭირდებათ

საქართველო, თბილისი - 09:42 | 12.03.2018
ნანახია: 1017

დღეს, 12 მარტს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს განიხილავს.

საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, მშობლის მიერ არასრულწლოვანი შვილის პირადი ქონების განკარგვის დროს აუცილებელი იქნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, სოციალური მომსახურების სააგენტოს წინასწარი თანხმობა.

საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ წარუდგინა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე